თეგებით ძიება

„იმ იმედით წახვედი, რომ შვილებს დაეხმარებოდი და საბოლოოდ სიცოცხლე უცხო მიწაზე დაასრულე“ - იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

საემიგრაციო საზოგადოება „ANOLF“-ის ქართველი ოპერატორის ფიქრია კუჭუხიძის ინფორმაციით, რომში ქართველი ემიგრანტი ქალი გარდაიცვალა. - საემიგრაციო საზოგადოების წარმომადგენელი, ინფორმაციას საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე ავრცელებს. 

როგორც კუჭუხიძე წერს, აწ გარდაცვლილს ინსულტი ჰქონდა გადატანილი.

„გაირკვა! ოჯახმა იცის!  კიდევ ერთი სიცოცხლე... გადატანილი ჰქონდა ინსულტი.... არ ვარ კარგადო და ტელეფონი გაითიშა.... იტალია! რომი!“ - წერს ფიქრია კუჭუხიძე.

„ნონა როგორ მენანები იტალიაში 6 თვის სამუშაოდ წასული იტალიაში, რომში დამთავრდა შენი სიცოცხლე. ჩემი კარის მეზობლების ჯოდი და ნაზის სახლი ხარობდა ისე მიხედე ორივეს და მოუარე უშვილობა არ დაგიტყვია მაგათთვის. არ იყავი ასეთი გარდაცვალების ღირსი, ჩემო ნონა. მეცოდება შენი შვილები შენი ოჯახი ძალიან რამ სიდიდე იმედი დაკარგეს. არასოდეს დამავიწყდები ჩემო კარგო კარის მეზობელო და უფროსო მეგობარო. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უახლოეს მომავალში მოხდეს შენი ჩამოსვენება შენს საქართველოში. იმ იმედით წახვედი, რომ შვილებს დაეხმარებოდი და საბოლოოდ დამთავრდა ნონა მანდ შენი სიცოცხლე უცხო მიწაზე“ - ასე ემშვიდობება აწ გარდაცვლილს ჯაბა თოლორდავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა