თეგებით ძიება

„ხვალ და ზეგ სანაპირო კურორტებზე ამინდი იქნება ზღაპრული - ცხელი და მზიანი!“ - კობა ფარტენაძე

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე კოკისპირული წვიმების შემდეგ გამოდარებას და მზიან დღეებს გვპირდება.

„ხვალ და ზეგ სანაპირო კურორტებზე ამინდი იქნება ზღაპრული - ცხელი და მზიანი!

ზაფხულის ბოლო დღე და შემოდგომის პირველი დღის შემობრწყინება სანაპირო ზოლში იქნება მზიანი, ანტიციკლონის გავლენა ყველაზე ძლიერად სწორედ ზღვის კურორტებზე იმოქმედებს.  

დღის მაქსიმალური ტემპერატურა 31 აგვისტოს და 1 სექტემბერს +31, +33 გრადუსამდე მოიმატებს.  

მზის ულტრაიისფერი ინდექსი იქნება ნიშნულით 8 რაც გარუჯვისთვის შესანიშნავია. 

ზღვის წყლის ტემპერატურა კი 28 გრადუსი, წყალი საოცრად თბილია. 

ბედნიერ დღეებს გისურვებთ“ - წერს კობა ფარტენაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა