რუსეთში ომის საწინააღმდეგო პოსტების ავტორს 6 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რუსეთის სასამართლომ, სანქტ-პეტერბურგში, ომის საწინააღმდეგო პოსტების ავტორს, "მშვიდობიანი წინააღმდეგობის" აქტივისტს, ოლგა სმირნოვას თავისუფლების 6 წლით აღკვეთა მიუსაჯა. იინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.
სმირნოვას ბრალი უკრაინის ნანგრევებას ქცეული ქალაქების შესახებ, ზაპოროჟიეში, ხარკოვში, კიევსა და იზიუმში დაბომბვის მსხვერპლთა, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გაჩენილი ხანძრის შესახებ გამოთქმულ პროტესტში ედება.