თეგებით ძიება

„რუსეთის დიდი იმპერიის“ შესახებ რომის პაპის განცხადების შემდეგ, ლიეტუვის საგარეო უწყებაში ვატიკანის ელჩი დაიბარეს

რომის პაპ ფრანცისკეს ონლაინ გამოსვლის გამო, სადაც მან რუსეთის კათოლიკე ახალგაზრდებთან შეხვედრაზე, რუსეთის მონარქებს "წმინდანები", ხოლო ახალგაზრდებს "დიდი რუსეთის" და უდიდესი კულტურისა და ჰუმანურობის მქონე იმპერიის შთამომავლები უწოდა, ლიეტუვამ ვატიკანის ოფიციალური წარმომადგენელი დაიბარა. ის ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროში შვებულების დასრულების შემდეგ, სექტემბერში უნდა გამოცხადდეს.   

2021 წლის აღწერის მიხედვით, ლიეტუველების 74.2% რომის კათოლიკურ ეკლესიასთანაა იდენტიფიცირებული. ლიეტუვა უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოკავშირეა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

ცნობისთვის,  25 აგვისტოს, რუსეთის კათოლიკე ახალგაზრდებისადმი რომის პაპის ონლაინმიმართვამ უკმაყოფილება გამოიწვია უკრაინაშიც.

მოგვიანებით, ვატიკანმა განმარტება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ფრანცისკეს არ ჰქონდა განზრახვად რუსული იმპერიალიზმის განდიდება. ვატიკანის ცნობით, რომის პაპი მიზანი იყო, მოეწოდებინა ახალგაზრდებისთვის „შეინარჩუნონ და განავითარონ ყველაფერი ის, რაც პოზიტიურია დიდ რუსულ კულტურულ და სულიერ მემკვიდრეობაში“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა