თეგებით ძიება

დრო არ დაკარგო. რაც სანანებელი დაურჩება ხოლმე ადამიანს არის გამოუყენებელი დრო - რას ამბობს გია მურღულია?

განათლების სამინისტროში, ზოგადი განათლების საკითხებში კონსულტანტი, ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია „რუსთავი 2“-ის რუბრიკაში „მოკლედ“ ჟურნალისტ ეთო ნებიერიძის ბლიც-კითხვებს პასუხობს: 

გია მურღულია სხვადასხვა დროს იყო პედაგოგი, სკოლის დირექტორი, საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტის რექტორი, საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, თბილისის საკრებულოს წევრი და სხვა.

გთავაზობთ მცირე ამონარიდს ბლიც-ინტერვიუდან:

როგორ ბავშვი იყო გია მურღულია.  

ჩვეულებრივი ბავშვი იყო. მეტიც, ახლაც ჩვეულებრივი ბავშვია. თუ გინდა, რომ ცხოვრებამ ბედნიერება მოგანიჭოს, ბავშვობა არ უნდა დაკარგო.

 ბავშვობის ოცნება და ახდენის რეალისტური მიზნები...

ბავშვობაში მქონდა მიზანი, რომ საინტერესო ადამიანი ვყოფილიყავი, მეტ-ნაკლებად მივაღწიე ამას.

 ფრაზა, რომელმაც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

ყმაწვილობაში წავიკითხე ფრაზა, რომელიც ეკუთვნის ბობ დილანს. მან თქვა: თუ ყოველ დღე არ იბადები, ესე იგი მთელი ცხოვრება კვდები. ვცდილობ, რომ ეს ფრაზა არ დავივიწყო არასდროს.

რას ეტყოდით 20 წლის გია მურღულიას...

დრო არ დაკარგო. რაც სანანებელი დაურჩება ხოლმე ადამიანს არის გამოუყენებელი დრო, ფუჭად გატარებული დრო. ერთ-ერთ ფილმში, რომელიც ძალიან მიყვარს, ზეციური სამოთხე ჰქვია ამ ფილმს, ერთი მჭედლის სამჭედლოს შესასვლელში აწერია ასეთი სიტყვები: რა კაცია ის ვინც სამყაროს შეცვლას არ ცდილობს. ოღონდ ერთი რამ არის, აღმოსავლური იგავიდან მახსოვს ეს ამბავი, რომ, თუ გინდა სამყარო შეცვალო, უნდა დაიწყო საკუთარი თავით. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა