შოვში, სტიქიის ზონაში ორ დაკარგულ არასრულწლოვანს ამ დრომდე ეძებენ - რა ინფორმაცია ვრცელდება?
ონის მერის მოადგილის, ლევან შერაზადიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში ორ დაკარგულ არასრულწლოვანს ამ დრომდე ეძებენ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ვიდრე იმის მცირე შანსი იქნება, რომ ცხედრები იპოვონ, სამუშაოები მანამდე გაგრძელდება.
„სამძებრო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც სტიქიის ზონაში, ასევე მდინარეების ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. ასევე, სამუშოები მიმდინარეობს გუმათჰესის ტერიტორიებზე. ვიდრე მცირე შანსიც კი იქნება იმისა, რომ ნანახი იქნას ცხედრები, სამუშაოები გაგრძელდება“, - განაცხადა ლევან შერაზადიშვილმა.
ცნობისთვის, რაჭაში დღეისთვის 31 გარდაცვლილია ნაპოვნი, 2 ადამიანს კი ეძებენ.