თეგებით ძიება
31. 08. 2023 მსოფლიო

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრად გრანტ შეპსი დაინიშნა

დიდი ბრიტანეთის ახალი თავდაცვის მინისტრი გრანტ შეპსი გახდა.

მედიის ცნობით, შეპსი ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა და ამ პოზიციაზე განათლების მინისტრი კლერ კუტინიო შეცვლის.

„ჩემთვის დიდი პატივია პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის მიერ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა. მსურს, პატივი მივაგო იმ უზარმაზარ წვლილს, რომელიც ბენ უოლასმა, ბოლო 4 წლის განმავლობაში, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და გლობალური უსაფრთხოების საქმეში შეიტანა“, - წერს შეპსი სოციალურ ქსელში.

ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მან დაწერა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს პუტინის ბარბაროსული ინტერვენციის წინააღმდეგ ბრძოლაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა