პუტინი პრეზიდენტობისთვის ზედმეტად კეთილია - იგორ სტრელკოვი
დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, იგორ გირკინ-სტრელკოვი, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია, აპირებს, რომ 2024 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.
სტრელკოვმა თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ თავს რუსეთის ამჟამინდელ პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზე უკეთესად მიიჩნევს. მისივე თქმით, პუტინი პრეზიდენტობისთვის ზედმეტად სანდო და კეთილია.
შეგახსენებთ, რომ იგორ სტრელკოვი 2023 წლის ივნისში, ექსტრემიზმის ბრალდებით დააკავეს. იგი წინასწარი დაკავების იზოლატორში სექტემბრის ბოლომდე დარჩება. სტრელკოვს ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს.
წყარო: AMBEBI.GE