მატარებელი რკინიგზის მუშებს დაეჯახა, არის მსხვერპლი - რა ინფორმაცია ვრცელდება?
იტალიაში სადგურთან ახლოს დიდი სიჩქარით მიმავალი მატარებელი რკინიგზის მუშებს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
შემთხვევას გადაურჩა ორი მუშა, რომლებიც დაკვირვების მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამედიცინო დახმარება გაუწიეს მატარებლის მძღოლსაც, მოგვიანებით ის სახლში გაწერეს.
შემთხვევა ტურინისა და მილანის ხაზზე სამუშაოების შესრულების დროს მოხდა. იტალიური მედიის ინფორმაციით, იმ დროს როცა დიდი სიჩქარით მოძრავმა მატარებელმა გაიარა, მუშები დაახლოებით 10 მეტრის სიდიდის ლიანდაგს ცვლიდნენ.