“უიარაღო ადამიანის ქუჩაში, შვილების თვალწინ დახვრეტის გამართლება მხოლოდ მანიაკალური აზროვნების ადამიანს შეუძლია” - ბონდო მძინარაშვილი
ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“უიარაღო ადამიანის ქუჩაში, ცოლის და შვილების თვალწინ დახვრეტის გამართლება მხოლოდ მანიაკალური აზროვნების ადამიანს შეუძლია.
პოლიციელი მოქმედებს მხოლოდ მკაცრი ინსტრუქციით და, დარწმუნებული ვარ, უკრაინის შსს-ს ინსტრუქცია ლიკვიდაციას არ ითვალისწინებს, თუ ეჭვმიტანილი შეიარაღებულ წინააღმდეგობას არ უწევს.
იარაღის ტარება მკაცრად რეგლამენტირებულია და, მითუმეტეს, როცა პოლიციელი იარაღს იყენებს, თითოეული გასროლის (ჰაერში გასროლისაც!) შემდეგ პატაკს წერს.
ეს მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩადენილი არ არის!
პოლიციელებს შეეძლოთ სხვა ეკიპაჟების დახმარება ეთხოვათ და იარაღის გამოყენება არც დასჭირდებოდათ.
და მნიშვნელობა არ აქვს ეროვნებას!” - წერს მძინარაშვილი.