„ერთი დაპირება საქართველოში ნამდვილად შესრულებულია, შუა გაკრიფეს და სახეზეა, ორ რადიკალურ პოლუსად დაყოფილი, ერთმანეთზე გადამტერებული საზოგადოება“ - ზვიად ტომარაძე
ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება უკრაინაში ქართველი კაცის მკვლელობას და ამასთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარებს.
„გაუგებარია ერთი მხარე რატომ იცავს პოლიციელს, რომელმაც ოჯახის თვალწინ მოკლა კაცი და მეორე მხარე რატომ ცდილობს წარმოაჩენოს ისე, თითქოს ის კაცი ქართველობის გამო მოკლეს?
ერთი დაპირება საქართველოში ნამდვილად შესრულებულია, შუა გაკრიფეს და სახეზეა, ორ რადიკალურ პოლუსად დაყოფილი, ერთმანეთზე გადამტერებული საზოგადოება, რომელიც ნებისმიერ მომხარ ფაქტს, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, საკუთარი პოლიტიკური შეხედულებიდან გამომდინარე, ტენდენციურად ხედავს და აფასებს...“ - წერს ტომარაძე.