უკრაინამ პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობის მუხლით საქმე აღძრა – გახმაურებული მკვლელობის ახალი დეტალები
დნიპროში, 29 აგვისტოს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რა დროსაც სამართალდამცველმა მოძრაობის წესების დარღვევისთვის გაჩერებული მოქალაქე მოკლა, უკრაინის პოლიციამ პატრულის თანამშრომელთა სიცოცხლის ხელყოფის მცდელობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის ოლქის ნაციონალური პოლიციის მთავარი სამმართველოს პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას.
სართალდამცველთა ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს ინციდენტის გარემოებების დადგენა.
უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფის მცდლეობისთვის 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.
წყარო: ალია