აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი, ალეკო აბაშიძე გარდაიცვალა
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი, ალეკო აბაშიძე 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ტელევიზიის საავტორო შემოქმედებითი გადაცემების მთავარი ოპერატორი იყო, ალეკო აბაშიძე ტელევიზიაში 1992 წლიდან არაერთ გადაცემაზე მუშაობდა. 31 წლის განმავლობაში მაღალი პროფესიონალიზმით ემსახურებოდა თავის საქმეს და ამ პროფესიაში არაერთ თაობას გაუკვალა გზა.