თეგებით ძიება

“ორი დღეა იმ ბავშვების ხმა ჩამესმის ყურში...“ - სოსო მანჯავიძე დნიპროში მომხდარ მკვლელობაზე

ყოფილი დეპუტატი, სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში უკრაინაში მომხდარ მკვლელობას ეხმაურება.

“ორი დღეა იმ ბავშვების ხმა ჩამესმის ყურში.

ადამიანი მოკლეს ორი ბავშვისა და ცოლის თვალწინ, ზურგში სამი გასროლით, მხოლოდ იმიტომ, რომ ცდილობდა ცოლის ღირსება დაეცვა.

ქმრის მკვლელობის შემდეგ ქალი დაიჭირეს, პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიაო.

ეს ფაშისტები კი პოლიციას ამართლებენ.

ჰოდა, ქართველო ფაშისტებო, რომლებიც თქვენი უკრაინელი ფაშისტი თანამოძმეებივით ამართლებთ ამ საზარელ მკვლელობას, რომელიც მთელი უკრაინელი ხალხის გენოციდის პოლიტიკის ორგანული ნაწილია, დასანდობები არ ხართ.

თქვენ ის მოდგმა ხართ, საკუთარ სისხლსა და ხორცს რომ იმეტებს კერპისათვის.

ბოღმის, პატივმოყვარეობის და გაუნათლებლობი გამო გესლი გადმოგდით ცხვირ-პირიდან და რეპტილიებად ხართ ქცეულნი, რომლებიც არ თვინიერდებიან.

საქართველოს მთავრობა!

ჩამოხსენით ეგ დროშები სამთავრობო შენობებიდან!

იქონიეთ მცირედი თავმოყვარეობა მაინც!

ეგ არა უკრაინის, არამედ მისი განადგურების დროშაა!

ეგ ხროვა პირნათლად ასრულებს უკრაინის მოსახლეობის განადგურების გეგმას, რომელზეც ღიად საუბრობდა ზბიგნევ ბზეჟინსკი და რომელსაც სწორედ პუტინისა და ზელენსკის ხელით ასრულებენ.

მათ რომ არც საქართველოს გახარება-გამრავლება უნდათ, მხოლოდ ისეთი დებილისთვის არაა ცხადი, კვლავ ზელენსკის რომ ადიდებს.

საწინააღმდეგო აზრის მქონე აქ თუა ვინმე, სასწრაფოდ გავიდეს, ვერ ვიტან ფაშისტებს და მათ მრევლს”, - წერს მანჯავიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა