„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
საბურთალოს რაიონის ნაწილს ხვალ, 20:00 საათიდან 2 სექტემბრის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება.
ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.
„ხვალ, 1-ელ სექტემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოს რაიონში, ნადარეიშვილის ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს, ხვალ, 1-ელ სექტემბერს, საღამოს 20:00 საათზე დაიწყებენ და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, გადაერთებითი სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 1 სექტემბერს, საღამოს 20:00 საათიდან 2 სექტემბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში - ონიაშვილის ქუჩა N61-87, N64-80, ბუდაპეშტის 1-ელ შესახვევს, ბუდაპეშტის ქუჩა N13-29, N14-44, ლვოვის ქუჩა N81-97, ვაზისუბნის ქუჩა N79-139, N78-138, მეგრელაძის ქუჩას, დელისის, ზალდასტანიშვილების, ჩიქოვანის, ნუცუბიძის ქუჩა N1 -47, ,N 2-32, ნადარეიშვილის, კამანის, და ილია აბულაძის ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“,- ნათქვამია ინფორმაციაში.