თეგებით ძიება

Imagine Dragons თბილისის სტადიონზე - ამერიკული როკ-ჯგუფის მოსასმენად ათასობით მოქალაქე უკვე შეიკრიბა

30 ათასი მელომანი საქართველოდან და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან მიხეილ მესხის სტადიონზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკული ჯგუფის, Imagine Dragons-ის კონცერტის დაწყებას ელოდება. სცენასთან ადგილის დასაკავებლად მსმენელმა შეკრება კონცერტის დაწყებამდე 5 საათით ადრე დაიწყო.

სცენა Imagine Dragons-ის კონცერტამდე, რუსთავულმა მუსიკალურმა ჯგუფმა, "Killages"-მა გახსნა. მათი გამოსვლა 19:30 საათზე დაიწყო.

ბენდი საქართველოში ალბომ Mercury-ის ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდა. ეს ალბომი ყველა იმ ჰიტს აერთიანებს, რომლის დამსახურებითაც, Imagine Dragons-მა მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა. მესხის სახელობის სტადიონზე მიღებულია დაცვის უპრეცედენტო ზომები, ტერიტორიაზე მოსახვედრად კი რამდენიმე სპეციალური შესასვლელი მოეწყო.

ფოტო: ინფო რუსთავი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა