თეგებით ძიება

პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მოთხოვნები, რომ „ვაგნერის“ მებრძოლებმა ბელარუსი დატოვონ, არაგონივრული და სულელურია - ლუკაშენკო

პოლონეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა მოითხოვეს, რომ ბელორუსის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გაიყვანოს ქვეყნიდან იქ განთავსებული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლები. საპასუხოდ, ალექსანდრე ლუკაშენკომ თქვა, რომ ეს არის " არაგონივრული და სულელური მოთხოვნები."

„ისინი თავიანთ ქმედებებს ამართლებენ ზოგიერთი მუქარით, რომელიც სავარაუდოდ მომდინარეობს ბელარუსის ტერიტორიიდან. ისინი იქამდე მივიდნენ, რომ მოითხოვენ „ვაგნერის“ მებრძოლების ბელარუსიდან დაუყოვნებლივ გაყვანას. ამავდროულად, ისინი თავად ზრდიან სამხედრო ბიუჯეტებს, აგროვებენ დიდ სამხედრო ფორმირებებს ჩვენს საზღვარზე“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ალექსანდრ ლუკაშენკომ ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს არ უნდა ჰყავდეთ არც ერთი უცხოელი სამხედრო ოფიცერი ან ჯარისკაცი მათ ტერიტორიაზე. „მხოლოდ ამ შემთხვევაში აქვთ უფლება, გააპროტესტონ სხვა ქვეყნებიდან სამხედროების აქ ყოფნა, თორემ ეს არაგონივრული და სულელური მოთხოვნებია“, – დასძინა ლუკაშენკომ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა