თეგებით ძიება

ცოლმა ქმრის მკვლელობა შეუკვეთა - რა ინფორმაცია ვრცელდება სკანდალურ დანაშაულზე?

2021 წელს, ბრაზილიელ ქალს 31 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ბრაზილიაში საბერძნეთის ყოფილი ელჩის ქმრის მკვლელობის დაგეგმვისთვის. როგორც ირკვევა, საქმის გამოძიება დანაშაულის კვალზე  მომხდარიდან 5 წლის შემდეგ გავიდა.

2016 წელს კირიაკოს ამირიდისის დანახშირებული ცხედარი რიო-დე-ჟანეიროში დამწვარი მანქანის საბარგულში აღმოაჩინეს – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მის მეუღლეს ფრანსუაზა დე სოუზა ოლივეირას ურთიერთობა პოლიციელ სერხიო გომესთან ჰქონდა. მოგვიანებით, გომესმა აღიარა, რომ ელჩის მკვლელობა მისი შეყვარებულის ბრძანებით შეასრულა და ამისთვის მას 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სამდღიანი სასამართლო პროცესის დასასრულს, მოსამართლემ მათი დანაშაული შეაფასა, როგორც “ცხოველური”.

კიდევ ერთი მამაკაცი, ედუარდო მორეირა ტედესკი დი მელო – გომესის ნათესავი – გაამართლეს მკვლელობაში, მაგრამ სასჯელს დანაშაულის დაფარვისთვის იხდის.

ელჩის ცოლს კი 31 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ქმრის მკვლელობის დაგეგმვისთვის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა