თეგებით ძიება

პოლიციელს, რომელმაც უკრაინაში ქართველი კაცი მოკლა - შინა პატიმრობა მიესაჯა

31 აგვისტოს დნიპროში, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შინა პატიმრობა მიუსაჯა პოლიციელს, რომელმაც პატრულის რაზმთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ სასიკვდილოდ დაჭრა ადგილობრივი ბიზნესმენი, ჯუმბერ სილოგავა, რომელიც მიყენებული ჭრილობების შედეგად დაიღუპა.

შემთხვევა 29 აგვისტოს მოხდა, როცა დნიპროში საპატრულო პოლიციის ორმა თანამშრომელმა „იაგუარის“ მარკის ავტომანქანა გააჩერეს, რომელშიც 38 წლის ჯუმბერ სილოგავა, მისი ყოფილი მეუღლე და მათი ორი შვილი იმყოფებოდნენ. სამართალდამცველებსა და მამაკაცს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც პოლიციელმა იარაღი გამოიყენა. სილოგავა მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

გამოძიების სახელმწიფო ბიუროში აცხადებენ, რომ ავტომობილის მძღოლმა უგულებელყო საგზაო მოძრაობის წესების კანონიერი მოთხოვნები, იქცეოდა აგრესიულად და აღენიშნებოდა სიმთვრალის ნიშნები.

სოციალურ ქსელში პატრულისა და სილოგავას დაპირისპირების ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ პოლიცია ქალის მანქანიდან გადმოყვანას ცდილობდა, მან კი წინააღმდეგობა გაუწია. ამის შემდეგ სილოგავასა და პატრულს შორის დაპირისპირება მოხდა, რასაც პოლიციელის მხრიდან გასროლა მოჰყვა.

ეროვნულმა პოლიციამ შიდა გამოძიება დანიშნა და ორივე პატრულის თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა