ზურაბიშვილმა იცის, რომ სტატუსის მინიჭების პერსპექტივა გაზრდილია და სურს ქულები თავად დაიწეროს - ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, პრეზიდენტი იცის, რომ სტატუსის მინიჭების პერსპექტივა გაზრდილია და სურს ქულები თავად დაიწეროს.
"სალომე ზურაბიშვილი ცდილობს ითამაშოს ერთგვარი წაუგებელი თამაში, ერთი მხრივ, მან იცის, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივა გაზრდილია და მას სურს მოვლენების ამგვარი შესაძლო განვითარებიდან ქულები თავად დაიწეროს, მეორე მხრივ კი ის ეცდება რამდენადაც შესაძლებელია საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას შეუშალოს ხელი", - თქვნა კობახიძემ.