თეგებით ძიება

“სტაფილოს”კეკსი აცხვე ჯობია “კუხნაში”, კარგად გამოგდის, გასინჯული მაქვს” - ოქიტაშვილი ზურაბიშვილს

კულტურის პალატის პრეზიდენტი, დავით ოქიტაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების გადაწყვეტილებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს.

“სუროგაცია ბევრად დიდი პრობლემაა ჩვენი სახელმწიფოსი, ვიდრე სხვა რამ, მშვიდობის შენარჩუნება-სუროგატული ევროპეიზმითაა ახსნილი, თან იმ პრეზიდენტის მიერ, ჯანმრთელი აზრით რომ ედგა გვერდით ბატონი ბიძინა და ქართველი ხალხი, მაგრამ მაინც რომ აჯობა სუროგატულმა ევროპეიზმმა, ქალბატონო პრეზიდენტო, ეს ფასადური ფასეულობა, ე. წ. შუაშისტობა, სახიფათოა, ჩემი და თქვენი სამშობლოსი, პრანჭიაობა არ შეიძლება მშვიდობის საპირწონედ, თქვენ კი წახვალთ იმ ევროპაში და ჩვენ და ჩვენი შვილები საზარბაზნე ხორცად, მაგრამ მთავარის ფასადი არ დაისვაროს, როდემდე ბატონებო, როდემდე⁉️

შენ უღალატე ქართველ ხალხს, შენს ამომრჩეველს, რომლებმაც იმედით მოგცა ხმა.

გონიერება არ გეყოთ, რომ არ აყოლოდით ჩვენი ქვეყნის მახარაძეებს, ორჯონიკიძეებს, ძალიან ვწუხვარ, თუმცა ფაქტები თავისას ამბობენ …

რას მოგვიწოდებთ, ჯალათების გვერდით დგომას, ამაზე რას გეტყვით დახოცილი ჩცენი საამაყო ახალგაზრდებისა და ბავშვების მშობლები, უამრავი წართმეული ბედნიერება, დაობლებული და დასტრესილი ბავშვები, მშობლები რომ დაუხოცეს…

მესმის ევროპული კეკლუცობა, მაგრამ ვინაა ევროპული არჩევანის მოწინააღმდეგე ტყუილი ამბების მიმტან -მომტანი, თუ ომის თავიდან აცილების მსურველები⁉️

სამყაროს მთავარი და ევროპული ფასეულობის გვირგვინი – ადამიანია და ამ ადამიანს ებრძვით თქვენ თქვენს “შაიკასთან “ერთად.

ასე რომ, ვერც ვერაფერს მიაღწევთ, არ ივარგებს თქვენი ორმაგი თამაში, არ არის სამართლიანი… “სტაფილოს”კეკსი აცხვე ჯობია “კუხნაში”კარგად გამოგდის, გასინჯული მაქვს”, – წერს დავით ოქიტაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა