თეგებით ძიება

გერმანიის მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გერმანელ კოლეგასთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ხაზს უსვამს, რომ საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება.

„მადლობა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ამ შეხვედრისთვის, რომლითაც დაიწყო ჩემი ევროპული ტურნე, რომლის მიზანი ჩვენი ევროპული გზის უზრუნველყოფაა. გერმანიის მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება. ქართველ ხალხს თავისი ევროპული მომავლის სჯერა“, - წერს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს გუშინ შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები გერმანიაში ვიზიტით დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა