თეგებით ძიება

„ევროპულ გზას და ჩვენ თავისუფალს არჩევანს ვერავინ დაგვათმობინებს, ვერც ბიძინა და ვერც რუსეთი!“ - ბაია პატარაია

უფლებადამცველი, ბაია პატარაია „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების გადაწყვეტილებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს.

„პრეზიდეტს მხოლოდ იმიტომ ესხმის "ქართული ოცნება" თავს, რომ ის ყველაზე მოწადინებული სახელმწიფო ინსტიტუტია, რომელიც მარტო სიტყვით კი არა - საქმითაც ბევრს მუშაობს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციისთვის.

რასაც ეხლა მმართველი პარტია აკეთებს, საბოტაჟი კი არა, პირდაპირი თავდასხმაა საქართველოს ევროინტეგრაციაზე!

ქართული ოცნება ცდილობს წაგვართვას ევროპული მომავალი, რუსული კანონის მიღებითაც ამას შვებოდა და იმპიჩმენტითაც ამას ცდილობს. 

და თან სრულიად ურცხვად გაიძახის ირაკლი კობახიძე, სტატუსი თუ მოგცეს, ხალხს კი არა მთავრობას მოგვცემენო - ესაა ყველაზე დიდი ტყუილი! საქართველო არ არის მხოლოდ მისი ოლიგარქი და ოროსანი მთავრობა! 

საქართველო ბევრად მეტია, ვიდრე ნებისმიერი ხელისუფალი! 

საქართველო უფრო მეტია, ვიდრე ჩვენ ვართ! 

საქართველო არის ქვეყანა, რომელიც იყო და იქნება დამოუკიდებელი, თავისუფალი და ევროპული - ესაა ჩვენი ისტორიული და ცივილიზაციური არჩევანი! 

და ევროპულ გზას და ჩვენ თავისუფალს არჩევანს ვერავინ დაგვათმობინებს, ვერც ბიძინა და ვერც რუსეთი!

ჩვენ წავალთ და წამოვალთ, მაგრამ საქართველო დარჩება!“ - წერს პატარაია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა