მოუხსენით დედაჩემს სანქციები, სასწრაფოდ, არ გაპატიებთ - კადიროვი აშშ-ს ემუქრება
ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ამერიკას დედამისის მიმართ დაწესებული სანქციების გამო ემუქრება და მათ მოხსნას ითხოვს.
კადიროვი ამტკიცებს, რომ დედამისი მხოლოდ ქველმოქმედებითაა დაკავებული.
"მოხსენით სანქციები დონ. სასწრაფოდ დონ. თორემ, დონ სანქციები რომ დააწესეთ დედაჩემის წინააღმდეგ, ამას არ გაპატიებთ. ყველაფერზე წავალ", - ამბობს კადიროვი.
"პირველი და მეორე ჩეჩნური კამპანია, საქართველო, უკრაინა - ეს ყველაფერი აშშ-ს პროექტებია პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა კონფლიქტებზე, რომლებიც გამოგონილ შემთხვევაზეა გაჩაღებული მთელ მსოფლიოში", - წერს კადიროვი Telegram პოსტში.
ამერიკამ კადიროვის დედის წინააღმდეგ სანქციები 24 აგვისტოს დააწესა.