როგორი ამინდი იქნება უქმეებზე ზღვისპირა ქალაქებში? - ინფორმაცია, რომელიც უნდა იცოდეთ
პირველი სექტემბრის 21 საათიდან 2 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:
დღისით: 27 – 32 გრადუსი
ღამით: 17 – 22 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 3-4 სექტემბერს საღამოს და ღამის საათებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.