"სანამ კიდევ 2 ცხედარს ეძებენ შოვში, ზოგი იმითაც ბედნიერია, რომ სალომემ ღიმილით დასცინა კობახიძეს" - რას წერს თამარ კეშელავა?
ჟურნალისტი, თამარ კეშელავა სოციალურ ქსელში წერს, რომ შოვში 2 ცხედარს კიდევ ეძებენ.
"სანამ კიდევ 2 ცხედარს ეძებენ შოვში, ზოგი იმითაც ბედნიერია, რომ სალომემ ღიმილით დასცინა კობახიძეს.
კი, დაცინვით ბედნიერების დრო გვაქვს.
აბა, რა.
დაცინვით წავა წინ ქვეყანა.
აბა, რა, მატარებელში ქურთუკით ჯდომა, ხელში ტელეფონის დაჭერა და ღიმილიანი ფოტო ყოფილა დაცინვა.
ხო, აბა, ის რომ ეთქვა, შოვის საქმეში კითხვები მაქვს და ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხი ამ კითხვებსო, ეგ რა საჭიროა?
პირდაპირ დადანაშაულებას ხომ არ ვთხოვთ, ეგ სად შეუძლია, კითხვები მაქვსო, ეგ მაინც რომ ეთქვა, ეგ რა ბედენა იქნებოდა, ხოო?
მთავარია, გაიღიმა.
ამოვიდა მზე სალომეს ღიმილის მერე?
კობახიძეს დასცინაო.
ნახევარი საქართველო კობახიძეს დასცინის.
ივანიშვილიც დასცინის კობახიძეს.
მერე?
ჰა? მერე?
ხოო, ბოდიში!
ბევრად საინტერესო სერიალებია შექმნილი, ან უნიჭო სერიალით რომ არ გაერთოთ მეწყერის და ღვარცოფის წინ.
ხო, რა იყო, ვინმემ გითხრათ, რომ ბოლო მეწყერი იყო რომელიც ჩამოწვა?
სალომემ გაიღიმა და ასე დასცინა კობახიძესო.
კონსტიტუციური იყო ეგ ღიმილი უეჭველი?
მაშინ, კაი.
კი ასე იღიმის ეგ ქალი სულ და კი ყველას დაგვცინის ესე იგი, მაგრამ რა უჭირს.
სამაგიეროდ, ეგ კობახიძეს არ ნაყვარება და მოდი, ჩვენ შევიყვაროთ.
კიდევ რა არ უყვარს კობახიძეს, კიდევ რისი კეთების იძულება მექნება?
დაჯდეს და მოყვეს ყველა იმ დანაშაულზე, რისთვისაც გასამართლდებიან და მერე დავაკვირდები, დაცინვით იღიმის, თუ უბრალოდ, გემრიელად ისაუზმა და ეგაც ეყო..", - წერს კეშელავა.