თეგებით ძიება

ნებისმიერ პროვოკაციას პოლონეთის, ლატვიის ან ლიეტუვის საზღვარზე შორსმიმავალი შედეგები ექნება ბელარუსის რეჟიმისთვის - მარიუშ კამინსკი

პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარიუშ კამინსკიმ განაცხადა, რომ ბელარუსის საზღვარზე სერიოზული ინციდენტების შემთხვევაში, პოლონეთი ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ერთად მზად არის სერიოზული ნაბიჯების გადადგმისთვის.

„ჩვენ ძალიან მკაფიო სიგნალივ გავუგზავნეთ [ოფიციალურ] მინსკს. ნებისმიერ პროვოკაციას პოლონეთის, ლატვიის ან ლიეტუვის საზღვარზე შორსმიმავალი შედეგები ექნება [ბელარუსის] რეჟიმისთვის. სიგნალი იყო ძლიერი და ცალსახა“, - აღნიშნა პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

„თუ იქნება პროვოკაცია, თუ იქნება კრიტიკული ინციდენტი, მაშინვე დაიხურება ბელარუსის ყველა სასაზღვრო პუნქტი ევროპასთან, ევროკავშირთან“, - დასძინა მარიუშ კამინსკიმ


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა