თეგებით ძიება

„კრაზანების ბუდე ჩამოიშალა!“- რას წერს ზურაბ ქადაგიძე?

“უმარტივესადაა საკითხი: მას შემდეგ,რაც მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტს პასუხი აგებინოს, ყველა ერთხმად წამოიშალა, გარე დამკვეთი თუ ადგილობრივი გავლენის აგენტი,” – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

“კრაზანების ბუდე ჩამოიშალა!

უმარტივესადაა საკითხი:

მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტს პასუხი აგებინოს,

ყველა ერთხმად წამოიშალა, გარე დამკვეთი თუ ადგილობრივი გავლენის აგენტი.

რად უნდათ ამათ რეესტრი?

საკუთარი განცხადებებით ახდენენ საკუთარი ანტისახელმწიფოებრივი დანიშნულების ლუსტრაციას!

ყველა პოლიტიკური პარტია, ორგანიზაცია თუ ექსპერტი, ჟურნალისტი და მედია-აქტორი, ვინც კონსტიტუციის დარღვევას გააპრავებს პოლიტ-კონიუქტურით, არის ჩვეულებრივი გავლენის აგენტი, რომელსაც საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციაზე მაღლა კუბილიუსებისა და გლობალური ომის პარტიის ნარატივი ადარდებს.

ასე რომ, 2024 წელს არჩევანი მარტივდება:

ან გავლენის ბენეფიციარები და მათი ლობისტები, ან კიდევ პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები და საქართველოს კონსტიტუციისა და სუვერენიტეტის დამცველი პოლიტიკოსები, რომელთა მთავარი საზრუნავი ეროვნული ინტერესებია და არა გლობალური პოლიტკონიუქტურა!” – წერს ზურაბ ქადაგიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა