„ამან ბელად ძიაზე ფარისევლური ცოცვით დაითრია პარლამენტარის მანდატი“ - ჩერგოლიშვილი სამადაშვილზე
თამარ ჩერგოლიშვილისა და სალომე სამადაშვილის „ფეისბუქ-ომი“ გრძელდება. „ტაბულას“ დამფუძნებელი სოციაურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
„ამან ბელად ძიაზე ფარისევლური ცოცვით დაითრია პარლამენტარის მანდატი, მერე პირადი საუბარი გამოუქვეყნეს, სადაც იმ ბელადს აგინებდა, ვისაც საჯაროდ აქებდა ზედ ასაცოცებლად - ამიტომ ბელადზე საცოცი ბილიკი მოეჭრა.
ახლა მეორე ძიაზეა აცოცებული, ეთერს ის ძია ყიდულობს და მე მებლატავება, შენი აზრი არავის აინტერესებსო.
ძალიან დაბალი თამასაა, მაგრამ ჩემსა და სამადაშვილს შორის, ნაკლებად საინტერესოს, რა?“ - წერს ჩერგოლეიშვილი.