თეგებით ძიება

როდის დაიწყება სასწავლო წელი სხვადასხვა უნივერსიტეტში?

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია. 2023 წლის ეროვნული გამოცდების შედეგად 34 843 აბიტურიენტი გახდა სტუდენტი. 

პირველკურსელებს განსაკუთრებით აინტერესებთ, მათთვის სასურველი უნივერსიტეტი როდის იწყებს სასწავლო პროცესს. ინფორმაციის მისაღებად რამდენიმე მოთხოვნად უნივერსიტეტს დავუკავშირდით:

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 18 სექტემბერი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - 25 სექტემბერი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - 25 სექტემბერი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - 25 სექტემბერი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი - 11 სექტემბერი

საქართველოს უნივერსიტეტი - 18 სექტემბერი

კავკასიის უნივერსიტეტი - 11 სექტემბერი

თავისუფალი უნივერსიტეტი - ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაზუსტებულა

აგრარული უნივერსიტეტი - 18 სექტემბერი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი - 25 სექტემბერი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ - ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე დადგენილი არ არის, სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში იგეგმება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი - 18 სექტემბერი

საქართველოს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - 18 სექტემბერი

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 18 სექტემბერი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა