„ოპოზიცია მზადაა ოსკარი გადასცეს ზურაბიშვილს” – ბუკა პეტრიაშვილი
ანალიტიკოსი, ბუკა პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ვარშავა – კიევის მატარებლიდან დაიდოს ანალოგიური ფოტო!
ჩემი რჩევა მინდოდა ოპოზიციისთვის მიმეცა, აჭერით კარტი, დაუჭირეთ მხარი ოპოზიციამ იმპიჩემტს-თქო (სალომე ზურაბიშვილს მხოლოდ გაახარებს ეს, დამერწმუნეთ,), მაგრამ როგორც მივხვდი, ოპოზიცია მზად არის ოსკარი, დაფნის გვირგვინი და რავიცი კიდევ რა, გადასცეს სალომე ზურაბიშვილს ევროინტეგრაციისთვის ისტორიული როლის შესრულებაში!
მე მხარს დავუჭერდი იმპიჩმენტს, მაგრამ არ ვარ პოლიტიკაში და მითუმეტეს არც პარლამენტში (არც ვიქნებოდი 2020-ის არჩევნების პირობებში). ამიტომ ჯობია ისევ კარგი ამბები მოგიყვეთ უკრაინიდან და ცხელი ამბები მსოფლიოდან სულ მალე!” - წერს პეტრიაშვილი.