თეგებით ძიება

„მე პირადად არ მჯერა ამ შეთქმულების თეორიის…“ - რას წერს გია ხუხაშვილი?

ექსპერტი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ორი სიტყვა შეთქმულების თეორიაზე იმის თაობაზე, რომ სალომეს ნაბიჯები ბიძინასთან არის შეთანხმებული.

დავუშვათ ასეა…

თუ ამ საკითხს შევხედავთ არა პოლიტიკური დაპირისპირების, არამედ სახელმწიფო ინტერესების პრიზმაში და თუ ამ თამაშის შედეგი მიუხედავად ქართული ოცნების საბოტაჟისა, იქნება ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭება, არ მესმის, რა არის ამაში ცუდი?!

ჩვენ შეიძლება გვქონდეს ბიძინას მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება. დამერწმუნეთ, მე ამის ყველა თქვენთაგანზე ბევრად მეტი მიზეზი მაქვს. მაგრამ, თუ მის თუნდაც ამ მეთოდებით ქმედებებს საქართველოს გრძელვადიანი ინტერესებისთვის რაიმე კარგის მოტანა კიდევ შეუძლია, ამას მხოლოდ მივესალმები.

ჩვენ ყველამ უნდა ვისწავლოთ საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებზე და ემოციებზე მაღლა სახელმწიფო ინტერესის დაყენება.

P.S. სხვა საკითხია, რომ მე პირადად არ მჯერა ამ შეთქმულების თეორიის…“ - წერს ხუხაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა