ლელა წურწუმია და მამულიჩა დაშორდნენ? - რას ამბობს მომღერალი? (ვიდეო)
ლელა წურწუმია და მამულიჩა თბილისში დაბრუნდნენ.
როგორ ლელამ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ისაუბრა, ის დედაქალაქში 27 ივლისის მერე არ იმყოფებოდა.
„ვიწყებთ კლიპზე მუშაობას და სექტემბრის ბოლოს შემოგთავაზებთ“. – ამბობს ლელა და ვიდეოს აღწერაში დასძენს, რომ არავინ არავის არ დაშორებია.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მამულიჩას ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია ლელასთან დაშორების შესახებ. მალევე გაირკვევა, რომ აღნიშნული პოსტი მამულიჩას მეგობრების ხუმრობა იყო.