თეგებით ძიება

ევაკუირებულია 800 000 ადამიანი - რა მოხდა ჩინეთში?

ჰონგ კონგსა და ჩინეთის პროვინცია გუანდუნს, თავს ტაიფუნი "საოლა" დაატყდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

გამოცემის ცნობით, სტიქიას, სულ მცირე ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 50 კი დაშავდა. ევაკუირებულია 800 000 ადამიანი.

ტაიფუნს თან ძლიერი ქარი და უხვი ნალექი ახლავს, რამაც ზოგიერთ რეგიონებში წყალდიდობა გამოიწვია. წაქცეულმა ხეებმა საავტომობილო გზებზე მოძრაობა შეაფერხა. გაუქმებულია ასობით ავიარეისი, არ მუშაობს მაღაზიები, შეწყვეტილია სასწავლო პროცესი.

ამჟამად, ტაიფუნი ტაივანისკენ გადაადგილდება, თუმცა მისი სიმძლავრე იკლებს. ტაივანის აეროპორტებში ფრენები უკვე გააუქმეს, მოსახლეობას კი სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა