"შოვის ტრაგედიას ზედ კიდევ 2 კაცი დააკლეს გულგრილობით, უვიცობით, არაპროფესიონალიზმით და კორუფციით" - რას წერს ელისო ჯანაშია?
ჟურნალისტი, ელისო ჯანაშია სოციალურ ქსელში წერს, რომ შოვში ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა.
"აჰა, რასაც ვამბობდით ზოგიერთები. ფიზიკურად და ემოციურად გადაღლამ ადამიანები შეიწირა. შოვის ტრაგედიას ზედ კიდევ 2 კაცი დააკლეს გულგრილობით, უვიცობით, არაპროფესიონალიზმით და კორუფციით. ამათზე ზოგავენ ფულს და მერე ნახეთ, რამდენი ექნებათ გაწერილი და შეჭმული", - წერს ჯანაშია.