თეგებით ძიება
02. 09. 2023 მსოფლიო

ნობელის კომიტეტმა წლევანდელ ცერემონიალზე რუსეთისა და ბელარუსის ელჩები მიიწვია

ნობელის კომიტეტმა პრემიის გადაცემის წლევანდელ ცერემონიალზე რუსეთისა და ბელარუსის ელჩები მიიწვია.

აღსანიშნავია, რომ შარშან ნობელის პრემიის დაჯილდოებაზე არ მიიწვიეს რუსეთის, ბელარუსის და ირანის ელჩები.

როგორც ნობელის ფონდში განმარტეს, შარშანდელისგან განსხვავებით წელს აპირებენ, ცერემონიალზე მიიწვიონ ყველა ელჩი, რომელთა ქვეყნებსაც აქვთ დიპლომატიური წარმომადგენლობა შვედეთსა და ნორვეგიაში.

„თვალსაჩინოა, რომ მსოფლიო სულ უფრო მეტად იყოფა სფეროებად, სადაც დიალოგი იმ მხარეებს შორის, რომლებსაც სხვადასხვა მოსაზრებები გააჩნიათ, მინიმუმამდეა დაყვანილი. ამ ტენდენციისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, ჩვენ ვაფართოებთ მოწვეულთა სიას,“ – განაცხადა ნობელის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვიდარ ჰელგესენმა.

ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილებას შვედეთის პრემიერ-მინისტრის კრიტიკა მოჰყვა. როგორც ულფ კრისტერსონმა განაცხადა, ის რუსეთის მიწვევით გაკვირვებული დარჩა.

„მე ამას არ გავაკეთებდი, თუ ნობელის გადაცემის ცერემონიალზე სტუმრების მიწვევაზე ვიქნებოდი პასუხისმგებელი და მე მესმის, რომ ეს ძალიან ბევრ ადამიანში იწვევს წუხილს შვედეთსა და უკრაინაშიც“, – განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა.

რამდენიმე შვედური პოლიტიკური პარტიის ლიდერმა უკვე გააპროტესტა აღნიშნული განაცხადება.

მისი თქმით, ნობელის პრემიის ცერემონიალისთვის ბოიკოტის გამოცხადებას აპირებენ, თუ ღონისძიებაზე რუსეთის ელჩი მივა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა