თეგებით ძიება

“ხალხის მტერი" როცა ჩამოყალიბდა, სინამდვილეში..." - რას წერს კოსტანტინე გამსახურდია?

კოსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს, რომ  ყველაფერს თავისი კულტუროლოგიური ანალიზი და ტერმინად ფორმირების ისტორია აქვს.

"მეცინება, როდესაც ასეთ პარალელიზმებს ვწყდები - "წინამორბედი ტერმინებია "ხალხის მტერი" და "სუკის აგენტი." ამათ დავარქვი at the same breath ტერმინები. 

მაგრამ ყველაფერს თავისი კულტუროლოგიური ანალიზი და ტერმინად ფორმირების ისტორია აქვს. 

“ხალხის მტერი" როცა ჩამოყალიბდა, სინამდვილეში "უმ, სოვესტ ი ჩესტ ნაროდა"-ს, ანუ პარტიის ოპონენტები იგულისხმებოდნენ. მისი სახელით კარგა გვარიანი ხვავია ისტორიაში - გულაგის ისტორია ამაზე მეტყველებს, გასამართლებულები, დახვრეტილები, გასახლებულები, არიან რეაბილიტირებულებიც. რაც შეეხება სუკ-ს, ეს ტერმინი შეიქმნა დისიდენტურ გარემოში, კერძოდ სიონის ტაძარში, სადაც თარგმნეს KGB ქართულად - "სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი". ეს ქართული აბრევიატურა კიდევ იმიტომ გაჩნდა, რომ მაშინდელ მეჩხერ მრევლში, სადაც წირვას ესწრებოდნენ ეროვნულ-სამართალდამცველ მოძრაობის პროტაგონისტები (გამსახურდია, ჩხეიძე, კაკაბაძე, მამულია, ბაღდავაძე, ჭანტურია, წერეთელი, აფაქიძე, ცინცაძე, ფაილოძე და სხვები) სამი-ოთხი ეგზემპლარი, კაციშვილი რომ არ იცნობდა, ვინ არიან ან საიდან, მუდმივად თვალთვალის რეჟიმში იყო. მახსოვს, ერთ-ერთს "ლოკატორაც" კი შეარქვეს, თავს წარამარა ისე აბრუნებდა. იქვე მორიგეობდნენ და დაგვყვებოდნენ ოპერატიული მანქანებიც…. ეს ტერმინი, კონნოტაციით "სუკი" ანუ ხორცი, მეხორცე და რუსული სუკა-ს იმავდროული ალუზიით აღიზიანებდათ ლესია უკრაინკას ქუჩაზე ბაბუ-გენერლის, სახელმწიფო უწყებაში, კიდევ ამიტომაც ხმარობდნენ. ანუ თან დასცინოდნენ.. .

მე მახსოვს ეს ყველაფერი, რახან პროცესების მონაწილე ვარ. ანუ სუკ-ს ჰედ ოფისი ლუბიანკაზე ჰქონდა, (აქვე პუბლიკას ბოდიში, რახან ტრუიზმი შევახსენე... და თავად სუკის არსებობაც ხომ ტრუიზმია) აღარ შევჩერდები იმაზე, რა "მახროვი აგენტურა" ჰყავდა საქართველოს სსრ-ს და რა სამწუხაროა, ლუსტრაციიისთვის საჭირო პირობები ცოტა ხანგრძლივი ვადით ვერ შეიქმნა. გასამართლებული "სუკის აგენტი" არ მინახავს, არც დასჯილი. დღეს კი ისე ჩანს, თითქოს იყვნენ და არც იყვნენ. “იელვებს, ქრება, ისევ იელვებს” ზოგჯერ წუწუნი, ზვიადმა ყველა სუკის აგენტად მონათლაო. აქ რა უნდოდა სუკსო. დღეს კი ირონიული შენიშვნის მასალა გახდა. მეც ალბათ ვაცლავჰაველური ნახევრად შავი იუმორი გამომივიდა", - წერს გამსახურდია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა