ხულოში, სოფელ წაბლანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ხულოს რაიონ სოფელ წაბლანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ''ბათუმელები'' ავრცელებს.
ხის სახლი, რომელშიც სამსულიანი ოჯახი ცხოვრობდა, ეზოში მდებარე სხვა ნაგებობებთან ერთად, სრულად დაიწვა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა "მთავარი არხის" ვებგვერდს განუცხადა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.