თეგებით ძიება

თქვენი განწყობა პირდაპირ განსაზღვრავს თქვენს ცხოვრებას - ზურა მხეიძე

"როცა თქვენ სხენარის ავტორობას უთმობ სხვას, მეუღლეს, თუ დაც მთავრობას მაშინ დამოკიდებული ხარ ის როგორ სცენარს დაწერს, რომ მის სცენარში ჩაჯდე"- ამის შესახებ ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ განაცხადა. 

"ციცინათელა ლამაზია თუ მახინჯია? ლამაზი მახინჯია. თუ ციცინათელა ახლოს გინახავთ, გეცოდინებათ, რომ ნამდვილად მახინჯია. ანუ ადამიანი ვინც ამბობს, რომ ციცინათელა არის მახინჯი -მართალია, მაგრამ ვინც ამბობს რომ ციცინათელა ლამაზია, ისიც მართალია. ამ ორ ადამიანს შორის რა განსხვავებაა? ერთი ხედავს სულ სილამაზეებს, მეორე სულ სიმახინჯეებს. და ცხოვრების ბოლოს ვის როგორი ცხოვრება ექნება? ერთს ლამაზი, მეორეს მახინჯი. ანუ თქვენი განწყობა პირდაპირ განსაზღვრავს თქვენს ცხოვრებას, თავიდან ბოლომდე. აი ეს არის ამოსავალი წერტილი. ამიტომ თქვენი ცხოვრების სცენარის ავტორი, რეჟისორი, ოპერატორი და გამნათებელი უნდა იყოთ თქვენ. როცა თქვენ სხენარის ავტორობას უთმობ სხვას, მეუღლეს, თუ დაც მთავრობას მაშინ დამოკიდებული ხარ ის როგორ სცენარს დაწერს, რომ მის სცენარში ჩაჯდე. მაგრამ როცა შენი ცხოვრების სცენარის დამწერი შენთვითონ ხარ, მაშინ თავისუფალი ხარ",- განაცხადა ზურა მხეიძემ. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა