როგორ მოვამზადოთ შავი ქლიავის ჩირი
შავი ქლიავი ყველაზე სასარგებლო ჩირეულის კატეგორიას მიეკუთვნება. ისინიც კი, ვისაც ცოცხალი ქლიავის მომჟავო არომატი არ მოსწონს, აფასებენ ჩირის ხავერდოვან გემოს. შავი ქლიავის ჩირს კანფეტების, დესერტების, სალათების, ხორციანი და ცხელი ბოსტნეულის კერძების მომზადებისას იყენებენ, ის გამოიყენება ღვეზელების გულსართად და კომპოტის ინგრედიენტადაც. ხალხური მედიცინის მიმდევრები შავ ქლიავს დაავდებათა მთელი სპექტრის სამკურნალოდ იყენებენ. შავ ქლიავში ვიტამინების, მიკროელემენტებისა და ბოჭკოს შემცველობა გაცილებით მაღალია ვიდრე ახალ ქლიავში, ამიტომ გამომშრალი ხილის სამკურნალო მიზნებით მოხმარება გაცილებით უფრო სასარგებლო და მოსახერხებელია.
შავი ქლიავის ჩირი ადვილად მზადდება, თუმცა საბოლოო შედეგის მიღწევა გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული. ჩირის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
შავი ქლიავი - 6 კგ.
შაქარი - 4 ს/კ
მომზადების წესი:
1. ქლიავი გავრეცხოთ. დანით გავჭართ და მოვაცილოთ კურკა.
2. დავალაგოთ ფიცარზე და გავაშროთ მზეზე. ერთი მხარე რომ გამოშრება გადავაბრუნოთ მეორე მხარეს.
3. 5-6 ცალი ტყემალი ან ქლიავი წამოვადუღოთ წყალში. დავაამატოთ შაქარი.
4. ჩირი ამოვავლოთ ნახარშში და ისევ დავდოთ მზეზე - ეს ჩირს სიპრიალეს მისცემს და შენახვის შემთხვევაში მატლი არ დაესევა. გამშრალი ჩირი შევინახოთ ნაჭრის ტომარაში.