თეგებით ძიება

„რა გახდა დამცავი ბადეების დაფინანსება, არ სჯობს ამით დახმარება, უკვე განადგურებული მოსავლის შესყიდვაში ფულის ჩადებას?“ - ბიძინა გიორგობიანი

 სატყეო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ბიძინა გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს:

„როგორ არ გეტკინება გული ამ საცოდაობა შემხედვარეს? მოსაკრეფად გამზადებულ მოსავალს რომ მოხოსრავს სეტყვა რამოდენიმე წუთში. რა გახდა დამცავი ბადეების დაფინანსება, არ სჯობს ამით დახმარება, უკვე განადგურებული მოსავლის შესყიდვაში ფულის ჩადებას?“ - წერს გიორგობიანი.

გუშინ  კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში - თელავში, ახმეტასა და გურჯაანში სოფლების ნაწილი დაისეტყვა. წინასწარი ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავებიც გადახადა. დასეტყვილია ვენახები და ხეხილის ბაღები, მოგლეჯილია ხეები, გაწყვეტილია ელექტროსადენები და წაქცეულია ელექტრობოძები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა