თეგებით ძიება

აშშ-ის პრეზიდენტი ქარიშხლისგან დაზარალებულ ფლორიდის შტატში ჩავიდა

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფლორიდაში ჩავიდა, სადაც ქარიშხალ „იდალიის“ მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან. ჯოზეფ ბაიდენს ფლორიდის გუბერნატორი და პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, რესპუბლიკელი რონ დესანტისი არ შეხვდა.

როგორც მისმა წარმომადგენელმა განაცხადა, თეთრი სახლის ლიდერის ვიზიტი შტატის ეკონომიკის აღდგენისთვის მიმართული ძალისხმევის ხელშემშლელი ფაქტორი შეიძლება გახდეს. ბაიდენმა სტიქიით დაზარალებული რაიონები მოინახულა და საგანგებო ბრიფინგიც გამართა.

ფლორიდის შტატი ქარიშხალმა მნიშვნელოვნად დააზიანა, ადგილობრივები ამბობენ, რომ გარკვეული ტერიტორიები ისე დაზარალდა, რომ ძველებურ სახეს ვეღარ დაუბრუნდება. დაზარალდნენ უბრალო მოქალაქეები და ბიზნესები. ზარალის ოდენობა ამ დროისთვის ცნობილი არ არის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა