სანქტ-პეტერბურგში ნავთობის ბაზა იწვის
სანქტ-პეტერბურგში ძლიერი ხანძარია. ცეცხლი კრასნოგვარდეისკის რაიონში მდებარე ნავთობის ბაზას უკიდია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
თვითმხილველების თქმით, ხანძრის გაჩენამდე აფეთქებების ხმა გაისმა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურში კი აცხადებენ, რომ ხანძრის მიზეზი, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ავზის აალება გახდა.
დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.