თეგებით ძიება

„„არ მეგულება 100 დეპუტატი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ამ პროცესში, ანტიდასავლურ კამპანიაში მიეხმარება“ - თეონა აქუბარდია

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში. 

„არ მეგულება 100 დეპუტატი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ამ პროცესში, ანტიდასავლურ კამპანიაში მიეხმარება“ - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

„არ მეგულება 100 დეპუტატი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ამ პროცესში, ანტიდასავლურ კამპანიაში მიეხმარება. ჩემთვის გაუგებარია, რატომ ეთქვა პრეზიდენტს უარი ევროკავშირის დედაქალაქებში წასვლაზე იმ დროს, როდესაც ჩვენ პრეზიდენტის მხრიდან კანდიდატის სტატუსის მხარდამჭერი განცხადებები არაერთხელ მოგვისმენია. ამასთან, მისი ქმედებები და ნარატივი ყოველთვის ამ კურსის მხარდამჭერია. ვფიქრობ, რომ კონსტიტუციის დარღვევაა „ქართული ოცნების“ მხრიდან, როდესაც ისინი აინიცირებენ რუსულ კანონს, შემდეგ არ ასრულებენ რეკომენდაციებს და არ უშვებენ პრეზიდენტს ევროკავშირის დედაქალაქებში, რომ მან თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ამ მოცემულობაში ეს განცხადებები არის მანიპულაცია“, – აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა