კასპში შშმ პირს ეცემეს და უგონო მდგომარეობაში ქუჩაში დატოვეს
კასპში შშმ პირს ფიზიკურად გაუსწორდნენ. 33 წლის კაცი მანქანით გაიტაცეს, სცემეს და უგონო მდგომარეობაში ქუჩაში დატოვეს.
გუშინ სოციალურ ქსელში მოქალაქემ გაავრცელა და დაწერა, რომ დაზარალებულს 50 წლამდე ასაკის კაცმა მანქანით გასეირნება შესთავაზა, უარის მიღების შემდეგ კი მანქანაში ძალით ჩასვა და სასტიკად გაუსწორდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. თუმცა, მოძალადეებს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.
განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მსხვერპლი კლინიკაშია მოთავსებული. გიორგი ედიშერაშვილის ოჯახის წევრები დამნაშავის ოჯახის წევრის უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ.