რუსებმა მარცხი განიცადეს 3 მიმართულებით - უკრაინის გენშტაბი
სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში გრძელდება - გასული დღის განმავლობაში 30 საბრძოლო შეტაკება მოხდა უკრაინელ ჯარისკაცებსა და რუს დამპყრობლებს შორის, - ამის შესახებ უკრაინის გენშტაბი იუწყება.
მათი თქმით, ოპონენტები სამი მიმართულებით წინსვლას ცდილობდნენ, მაგრამ უშედეგოდ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ოკუპანტი ამაოდ ცდილობდა წინსვლას მარინის, ავდიივკასა და ლიმანის მიმართულებით. ეს მიმართულებები ყველაზე „ცხელი წერტილებია“.
„ლიმანის მიმართულებით დამპყრობელმა წარუმატებელი შეტევითი მოქმედებები ჩაატარა. ავდიივკას მიმართულებით ოკუპანტმა წარუმატებელი შეტევითი მოქმედებები ჩაატარა დონეცკის ოლქის სევერნის აღმოსავლეთით რაიონში“, - ნათქვამია შეტყობინებაში.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, კონტრშეტევა გრძელდება მელიტოპოლის მიმართულებით. უკრაინის სახელმწიფოს დამცველები იმ საზღვრებზე არიან მიმაგრებული, რომლებიც დაიკავეს.