გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი სირბილის დროს დაეცა და დაშავდა
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი სირბილის დროს დაეცა და დაშავდა.
გერმანიის მთავრობის პრესმდივანმა განაცხადა, რომ შოლცი დაეცა და სისხლჩაქცევები მიიღო. ის თავს კარგად არ გრძნობს და 3 სექტემბერს დაგეგმილი მოგზაურობა ქალაქ გერინგენშიც კი გააუქმა.
„სამწუხაროდ, კანცლერ ოლაფ შოლცს მოუწია ამ კვირას ჰესენში შეხვედრების გაუქმება. ის სირბილის დროს დაეცა და სახეზე სისხლჩაქცევები მიიღო“, - დასძინა შოლცის სპიკერმა.