საფრანგეთი ერთჯერადი ელექტრონული სიგარეტების აკრძალვას აპირებს
საფრანგეთის მთავრობას სურს დაინერგოს მოწევის საწინააღმდეგო ეროვნული პროგრამა საზოგადოების მიერ თამბაქოს მასობრივი მოხმარების ფონზე. პრემიერმინისტრის, ელისაბედ ბორნის, განცხადებით, მთავრობა მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც ქვეყანაში ერთჯერად ელექტრონულ სიგარეტებს აკრძალავს.
„შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის ნიკოტინი, მაგრამ ეს არის რეფლექსი და ჟესტი, რომელსაც ახალგაზრდები ეჩვევიან. ასე იძენენ მავნე ჩვევას და იწყებენ მოწევას“, - აღნიშნავს ბორნი.
ბორნისვე თქმით, ყოველწლიურად საფრანგეთში მოწევისგან 75 000 ადამიანი იღუპება.