დღეს რაც ვიხილეთ, იყო ვასილ ჩიგოგიძის ორგანიზებული ჩასაფრება - ნიკა მელია ჩოხატაურში ჩავიდა
"შიშისგან გამოწველი რეაქცია იყო დღეს რაც ვიხილეთ“ - ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ჩოხატაურში, ნაციონალური მოძრაობის წევრებზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა.
მელია ცოტა ხნის წინ, ჩოხატაურში ჩავიდა:
"შიშისგან გამოწველი რეაქცია იყო დღეს რაც ვიხილეთ , ჩიგოგიძის ორგანიზებული ჩასაფრება. ადამიანები გადმოვიდნენ მანქანებიდან, უწყინარ ვითარებაში ბუკლეტებით ხელში და ჩასაფრებაში მყოფი ადამიანები თავს დაესხნენ ასე უმოწყალოდ. ფულის საჭრელ მანქანად აქცია სახელმწიფო ივანიშვილმა, საიდანაც ჩიგოგიძე ჭამს ფულს...
რუსულ სახელმწიფოშია ძალადობა ნებადართული და რუსული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობა მიმდინარეობს ივანიშვილის მიერ და ეს მშენებლობა მას არ უნდა დასცალდეს და არც დასცალდება იმიტომ, რომ ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი არის ევროპული მომავალი" განაცხადა მელიამ.