თურქეთში ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქი გირესუნი დაიტბორა
თურქეთში არახელსაყრელმა ამინდმა წყალდიდობა გამოიწვია ბევრ პროვინციაში, დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო ველები. ასევე ძლიერ დაზიანდა სახლები და მაღაზიები.
ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ძლიერი წვიმის შედეგად შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქი გირესუნი დაიტბორა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ძლიერი წვიმა მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
წვიმის შედეგად ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დაიტბორა ქუჩები, დატბორილია რამდენიმე სახლის პირველი სართულიც.
ძლიერი წვიმის გამო გადაადგილება გართულდა ავტომანქანებისთვისაც.